საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრო
საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
როგორც გამყრელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიას არ ეხებოდა. "საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მის უწმინდესობასთან ზოგადად, ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც მან აღნიშნა შეხვედრის შესახებ განცხადება სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდებ.
"ინტერპრესნიუსი"