"პატრიარქთან და სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია" - კასპში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია - კვირის პალიტრა

"პატრიარქთან და სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია" - კასპში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია

კასპში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი საპატრიარქოს გარე პერიმეტრის დაცვის თანამშრომელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დაცვის იმ თანამშრომლებსაც უტარდებათ, რომლებსაც COVID19-ით ინფიცირებულთან შეხება ჰქონდათ.

"მას პატრიარქთან და სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია," - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ,,ინტერპრესნიუსის" წყაროს ცნობით, შიდა ქართლის რეგიონში #3 ინფიცირებული დაცვის სამსახურის თანამშრომელია და იგი თბილისში, სამუშაო ადგილზე სოფელ ხოვლედან დადიოდა.

"ინტერპრესნიუსი"