"ეკლესიიდან ინფექცია არ გავრცელდება, ეკლესიაში პირიქით, მოდიან ადამიანები, რომ განიკურნონ სულიერად და ხორციელად" - კვირის პალიტრა

"ეკლესიიდან ინფექცია არ გავრცელდება, ეკლესიაში პირიქით, მოდიან ადამიანები, რომ განიკურნონ სულიერად და ხორციელად"

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, ეკლესიიდან ინფექცია არ გავრცელდება. „ეკლესიიდან არ გავრცელდება. ეკლესიაში პირიქით მოდიან ადამიანები, რომ განიკურნონ სულიერად და ხორციელად“, - აღნიშნა მეუფემ.

რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას, მეუფე გერასიმეს განცხადებით, ყველა ელოდება პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რა მოხდება.

„ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილება იქნება, ველოდებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და ოფიციალურად საპატრიარქო გააკეთებს ამის შესახებ განცხადებას. როგორც იქნება პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, ისე ჩატარდება საქართველოს ეკლესია- მონასტრებში. ყველა ეკლესია, მონასტერი, ეპარქია ექვემდებარება პარტიარქის ლოცვა -კურთხევას”, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.