" 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან 4 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია" - კვირის პალიტრა

" 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან 4 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში სულ 93 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 77-ს კორონავირუსი აღენიშნება.

მისივე თქმით, covid19-ით ინფიცირებული 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან 4 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, დანარჩენი 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა.

"კოვიდინფიცირებულ 39 პაციენტს აღენიშნება პნევმონია. გვყავს ერთი ორსული ქალბატონიც, რომელიც თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა არის დამაკმაყფოილებელი. დანარჩენი პაციენტები მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მათზე ყოველსაათობრივი მონიტორინგი ხორციელდება.

13, 14 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მთელი ამ პერიოდის მანძილზე გართულება არ ყოფილა. კლინიკურად მათი მდგომარეობა კარგია," - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"