"მე ვარ საპატრიარქოს სოციალური სამსახურის უფროსის.მოადგილე... მე ვრჩები აღდგომას სახლში"
საქართველოს ტაძრებში სააღდგომო წირვა-ლოცვა აღევლინება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მრევლს შეუძლია მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზაოგადოებაში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მოქალაქეთა ნაწილი თვლის, რომ ტაძარში ღამის თევა საფრთხის შემცველია და უმჯობესი იქნება თუ სახლში დავრჩებით. აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საპატრიარქოს სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ბელა სონღულაშვილმა.
"კატეგორიულად ვაცხადებ: მე ვრჩები აღდგომას სახლში ჩემი ოჯახით! მე ვარ საპატრიარქოს სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე... ბევრი სასულიერო პირიც კი ვერ შემეჯიბრება ღმერთის სიყვარულში! მე ვიცნობ ყველა ეპარქიის სასულიერო პირს, მიყვარს ჩემი ყველა თანამშრომელი და მესმის მათი ბრძოლისაც, მაგრამ მე ვარ ექიმიც და უფლება არა მაქვს თვალი დავხუჭო ამ საშიშროებაზე...ჩემი მეგობარი იყო ზურა მირიანაშვილიც, რომელმაც თავი შესწირა კორონავირუსის წინააღმდეგ.ბრძოლას და მასაც უნდა დავუფასო ბრძოლა და თავდადება...ჩემები არიან და ვენდობი პაატა იმნაძეს და, ამირან გამყრელიძეს... არავითარ შემთხევაში არ გავალ გარეთ ჩემი ოჯახით....ვრჩები სახლში! ჩემებო, ექიმებო და სასულიერო პირებო...გიფასებთ თავგანწირვას...მიყვარხართ, მინდა დიდხანს ღირსეულად იცოცხლოთ და ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ, როგორვ მრევლი, სახლში დავესწრო აღდგომის ღვთისმსახურებას!
მოგიწოდებთ...მხოლოდ სასულიერო პირებმა ჩაატარონ სააღდგომო მსახურება ყველა ეკლესია-მონასტერში მრევლის გარეშე...არ დაიკეტოს ეკლესია-მონასტრის კარი!მე არ მინდა ჩემს მრავალსაუკუნოვან მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც საქართველოს ხერხემალია, ვინმემ მოსცხოს ჩირქი...დავრჩეთ სახლში!
ღმერთს ვებარებოდეთ!", - წერს ბელა სონღულაშვილი სოციალურ ქსელში.