ბრიტანეთში კორონავირუსს 28 წლის ფეხმძიმე ემსხვერპლა - ექიმებმა მისი შვილის გადარჩენა შეძლეს
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს ფეხმძიმე ექთანი ემსხვერპლა, თუმცა მისი შვილის გადარჩენა მოხერხდა. ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს. 28 წლის მერი აგიიევა აგიაფონგს ვირუსი 5 აპრილს დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა.
"მერი ჩვენთან 5 წელიწადი მუშაობდა და ჩვენი გუნდის საყვარელი წევრი იყო. ის არაჩვეულებრივი ექთანი გახლდათ. მთელი გულით ვუთანაგრძნობთ მერის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს",-აღნიშნა იმ კლინიკის ხელმძღვანელმა, სადაც ექთანი მუშაობდა.
ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 98476 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ქვეყანაში 12868 ადამიანი ემსხვერპლა.