"მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში"
"მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი"- ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ძალიან ბანალურ რამეს ვიტყვი, ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც მოგეხსნებათ უშუალოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე და ამ 3 დღის განმავლობაში პირველ რიგში მრევლზე. მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასდროს მითქვამს. დანარჩენი რაც გვჭირდება, გვჭირდება უკეთესი, უფრო პირდაპირ დაავადებაზე მოქმედი მედიკამენტები. ეს კი არანაიარად არ არის ჩვენზე და ჩვენს ხელისუფლებაზე დამოკიდებული", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.