"კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე!" - კვირის პალიტრა

"კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე!"

ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ფილოლოგისა და ისტორიკოსის გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქასელ "ფეისბუკში"  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

"ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი.

ბატონი ამირანიც, მაგრამ, განსაკუთრებით, მისი მეუღლე სულ იქ არის. აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე, ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების წესით ქრისტიანი წყვილი. მე კიდევ ისე არ ვიცნობ, როგორც მათ ჩემი მშობლები იცნობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. დღეს, ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი!

არავინ გაბედოს ზედმეტის თქმა ამირან გამყრელიძეზე". წყარო

იხილეთ ასევე: "ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება"