ვინ არიან გიორგი გახარიას მშობლები და რა ქონებას ფლობდნენ 2013 წლის შვილის დეკლარაციის მიხედვით?
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ირგვლივ ჩვენი საზოგადოების ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდია, რაც უპირველსად მისი პიროვნული თვისებებით არის განპირობებული. ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს არაორდინალური გადაწყვეტილებებით მან საზოგადოებას თავი საკმაოდ ქარიზმატულ და ამბიციურ ლიდერად დაამახსოვრა.
მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, განსაკუთრებით კი ღამის კლუბებში სამართლადამცავთა შესვლის შემდეგ დაწყებულ საპროტეტსო აქციებზე მისვლის შემდეგ. მისი ფრაზა - "დავიწყოთ ბოდიშით!" ლამის მოარულ ფრაზად იქცა. თუმცა 2019 წლის 20 -21 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მას, ოპოზიციასთან ერთად, გამოუჩნდნენ ოპონენტები გუნდის შიგნითაც, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი კარიერული ზრდისთვის - მაშინ, როდესაც აქციების ფონზე მოსახლეობა მაშინდელი შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა, ბიძინა ივანიშვილმა გახარია დააწინაურა და მან, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პრემიერი მამუკა ბახტაძე შეცვალა.
დღეს პრემიერ გახარიას ცხოვრებაში, კარიერული თვალსაზრისით, ურთულესი პერიოდი დგას. მსოფლიო და საქართველო კორონავიურუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის. დღემდე ჩვენს ქვეყანაში გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც დიდ წილად დადებითად შეფასდა, თუმცა ახლა, როდესაც კრიტიკულ ფაზაში შედის პროცესი, უმნიშვნელოვანესია ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, თუ რამდენად გავართმვთ თავს შექმნილ ვითარებას. თუ როგორ გადაიტანს ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიას, ამაში უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ პრემიერ გახარიაზე მოდის. წარმატებაც და წარუმატებლობაც პირდაპირ აისახება პრემიერ-მინისტრის კარიერის შემდგომ განვითარებაზე.
ambebi.ge წერს: "გახარია ასკეტი, ჩაკეტილი, მკაცრი, კარგი კრიზის-მენეჯერი - ასე მოიხსენიებდნენ მას გუნდში. ის პირადი ცხოვრების აფიშირებით არასოდეს გამოირჩევა". ჰყავს მეუღლე მარიკა ფანცულაია და ქალიშვილი ანნა.

საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი არიან მისი მშობლები. ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ისინი მის მეზობლად ცხოვრობენ და როგორც ერთ-ერთ ინტერვუში განაცხადა, სწორედ მან გაუწია გახარიას თავის დროზე "ქართულ ოცნებაში" და ბიძინა ივანიშვილთან რეკომენდაცია. "თუ კითხვას დავსვამთ, ვინ შემოიყვანა გიორგი გახარია პოლიტიკაში, ეს მე ვარ, ჩემ კისერზეა ეს ამბავი... ის ჩემი მეზობელი გავიცანი და რასაც ჰქვია, დავასაქმე", - განაცხადა ხუხაშვილმა. მისივე თქმით, ამის თაობაზე მას სწორედ გიორგი გახარიას მშობლებმა სთხოვეს. რის მერეც გახარიამ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა დაიკავა.
გიორგი გახარია 1975 წელს ზაურ გახარიასა და მზია ლეჟავას ოჯახში დაიბადა. პრემიერის მამა წარმოშობით სენაკელია, დედა კი - თბილისელი. როგორც ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციებიდან ირკვევა, მამა პროფესორი და სახალხო მოძრაობა "სამეგრელოს" კოორდინატორია. დედა კი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.
ambebi.ge-ს ინფორმაციითვე, პრემიერის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული მხარდამჭერები იყვნენ და მიტინგებზეც ხშირად დადიოდნენ. თურმე გახარიას ოჯახს "ზვიადისტებადაც" კი მოიხსენიებდნენ.
საინტერესოა, რომ 2019 წლის პანკისის ხეობის მოვლენების შემდეგ, "რუსთავი 2" -მა ჩაწერა ინტერვიუ გახარიას მამასთან, რომელიც "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე ლაპარაკობს.
"თავი დავანებოთ ოპოზიციას, შიგნითაც თავის ხალხმა დუწყო ფეხის დადება, იმას ვიღაცის გაშვება უნდა, ეს უნდა, ის უნდა... პანკისის სპეცოპერაციის შემდეგ სუს-ის უფროსის მოადგილემ პირდაპირ მისკენ გაიშვირა ხელი, გიორგიმ გადაწყვიტა ყველაფერი? ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო", - აცხადებდა ზაურ გახარია. 
გიორგი გახარია, მის მიერ 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც როგორც ბიზნესომბუდსმენმა ისე შეავსო, ოჯახის წევრების გრაფაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად მშობლები - ზაურ გახარია და მზია ლეჟავაც მიუთითა.
იმ დროისთვის გახარიას ოჯახს უძრავი ქონების სახით გააჩნდა:
გიორგი გახარია - ბინა რუსეთის ფედერაცია, მოსკოვის ოლქი ქ. ოდინცივი, ვოკზალნაია ქ. 19 ბინა 259, ფართობი - 76.00 კვ.მ;
მარიკა ფანცულაია (გიორგი გახარიას მეუღლე) - მიწის ნაკვეთი საქართველო, ქ. თბილისი, მაზნიაშვილის ქ. 4ა, ფართობი - 395.00 კვ.მ;
მზია ლეჟავა - ბინა საქართველო, ქ. თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი 2 მ/რ 2 კვ კორპ 7 ბინა 60, ფართობი - 80.00 კვ.მ;
ზაურ გახარია - ავტოფარეხი საქართველო, ქ. თბილისი, ამაღლების ქ. 12, ფართობი - 20.30 კვ.მ;
ზაურ გახარია - არასაცხოვრებელი ფართი საქართველო, ქ. თბილისი, ამაღლების ქ. 12, ფართობი - 14.00 კვ.მ;
ზაურ გახარია - მიწის ნაკვეთი საქართველო, სიღნაღის რაიონი , სოფელი ხორნაბუჯი, ფართობი - 280000.00 კვ.მ;
ზაურ გახარია - მიწის ნაკვეთი საქართველო, სიღნაღის რაიონი , სოფელი ხორნაბუჯი, ფართობი - 280000.00 კვ.მ.
იმავე დეკლარაციაში ზაურ გახარიას სახელზე ფიქსირდება მშენებარე ბინა ( ნასყიდობა, ბინა 82კვ.მ ბინათმშენებლობის ხელშეკრულება, 123 750.00 აშშ დოლარი).
რაც შეხეება ანგარიშებს ქართულ და უცხოურ ბანკებში:
გიორგი გახარია - ,,ვი–თი–ბი ბანკი'' მიმდინარე 1500.00 GEL კრედიტი(+)
გიორგი გახარია - რაიფფაიზენ ბანკი მიმდინარე 35000.00 USD კრედიტი(+)
გიორგი გახარია - რაიფფაიზენ ბანკი საკრედიტო 30000.00 RUB კრედიტი(+)
გიორგი გახარია - რაიფფაიზენ ბანკი მიმდინარე 5600.00 RUB კრედიტი(+)
მარიკა ფანცულაია - რაიფფაიზენ ბანკი მიმდინარე 17300.00 USD კრედიტი(+)
იმ დროისთვის, გიორგი გახარია მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში (LLშ "Kოხტა", რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, მიუსსკაია მოედანი 1 პარტნიორი ქ.მოსკოვის № 46 საგადასახადო ორგანო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის დრო - 12/07/2001 12/07/2001 - უვადო), საიდანაც შემოსავლის სახით, მთელი წლის მანძილზე მიღებული ჰქონდა 82 000.00 აშშ დოლარი.
იმავე პეიროდში, გიორგი გახარია მუშაობდა ლუფტანზა სერვის გრუპ ლსგ-ში. თანამდებობის დასახელება: ბიზნესის განვითარებისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დირექტორი აღმოსავლეთ ევროპა, საიდანაც შემოსავლის სახით, მთელი წლის მანძილზე მიღებული ჰქონდა 88 000.00 ევრო.
იმავე წელს გაარემონტა ბინა, რისთვისაც მან გაიღო 110 000 ლარი.
2014 - 2015 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში უცვლელია, გახარიების ოჯახის უძრავი ქონების რაოდენობა; იცვლება მხოლოდ შემოსავლების ოდენობა.
2016 წელს შევსებულ ქონებრივ აღწერაში, უკვე გიორგი გახარიას მშობლები აღარ გვხვდებიან, ხოლო ქონების ოდენობა შემცირებული სახითაა ჩამოთვლილი.
გიორგი გახარიას ჰყავს ერთი და თამუნა. (იხილეთ მეტი)
იხილეთ ასევე: ვინ არის პრემიერ გიორგი გახარიას მეუღლე?
ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)