სომხეთში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნებისთვის დახმარებას საქართველოს და შვეიცარიის საელჩოებს სთხოვენ
სომხეთში რუსეთის საელჩოს წინ რუსეთის მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ საზღვარი ჩაკეტა ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და პრემიერ მიშუსტინს დახმარებას სთხოვენ.
"აქ დაახლოებით 300 ადამიანი ვართ 78 მანქანით. ფული აღარ გვაქვს, სასტუმროებში ვეღარ ვრჩებით და ღამეს მანქანებში ვათევთ. საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის გამო, მისი ტერიტორიის გავლით ვეღარ ვახერხებთ ქვეყანაში დაბრუნებას. გვინდა ვთხოვოთ საქართველოს და შვეიცარიის საელჩოებს ტრანზიტის საკითხი გადაწყვიტონ",-აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
მათივე თქმით, საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
"ინტერპრესნიუსი"