კორონავირუსთან მებრძოლი ქართველი წყვილის სიყვარულის ისტორია
ნიკა ბენდელიანი და მაგდა მამუჩაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ექთნები არიან. სპეციალურ ფორმებში ჩაცმული ცოლ-ქმრის ფოტოს, რომელშიც ჩანს, როგორ ამხნევებენ ერთმანეთს მორიგეობისას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ჩვენი დროის გმირები 25 წლის არიან, ახლა თითქმის კლინიკაში ცხოვრობენ და 4 წლის შვილს მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან, რადგან ყოველდღიურად უწევთ შეხება COVID-19-ით ინფიცირებულ უმძიმეს პაციენტებთან.
მიუხედავად მძიმე გრაფიკისა, ნიკა ბენდელიანმა AMBEBI.GE-სთან გასაუბრება მაინც მოახერხა. ის საკუთარი პროფესიისა და ოჯახის შესახებ უამბობს ჩვენს მკითხველს:
- მე და მაგდამ ერთმანეთი სამედიცინო სასწავლებელში, პირველ კურსზე გავიცანით. მას შემდეგ, სულ ერთად მოვდივართ. გვყავს ერთი შვილი, 4 წლის ელისაბედი. უნივერსიტეტში ერთ კურსზე და ერთ ჯგუფში ვსწავლობდით, შემდეგ დავოჯახდით, სახლშიც სულ ერთად ვართ და სამსახურშიც. ცალ-ცალკე ყოფნას ვერ ვახერხებთ, სამეგეობროც ერთი გვყავს. შეიძლება ითქვას პირდაპირი გაგებით, რომ ერთმანეთის მეორე ნახევრები ვართ.
სამსახურში მორიგეობაც ერთად გვაქვს, ვამხნევებთ ერთმანეთს. ახლა ჩვენი პატარა მაგდას მშობლებთან არის და მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტებით. სწორედ ამ სიშორით ვიცავთ ბავშვსა და ჩვენს ახლობლებს.
- კორონავირუსმა რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- ჩვენ ორ შორის Covid-19 ვერ ჩადგა, უბრალოდ, საყვარელ ადამიანებს დაგვაშორა, რომლებსაც ვერ ვხედავთ და მონატრება გვაწუხებს. ამ სიის პირველი ნომერი ჩვენი შვილი ელისაბედია. იხილეთ სრულად