"ამ ფოტოს შემთხვევით არ ვდებ, იმედია, არ ჩამქოლავთ, თითქმის 3 თვეა ინფექციურ საავადმყოფოში 20 საათს მაინც ვატარებ" - კვირის პალიტრა

"ამ ფოტოს შემთხვევით არ ვდებ, იმედია, არ ჩამქოლავთ, თითქმის 3 თვეა ინფექციურ საავადმყოფოში 20 საათს მაინც ვატარებ"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ბერიძე საზოგადოებას სახლში დაღცენისკენ მოუწოდებს:

"ამ ფოტოს შემთხვევით არ ვდებ – ზურგს უკან, დერეფნის ბოლოს კარია და იქ უკვე ბოქსირებული განყოფილებაა… ჰოდა, თუ არ გინდათ აქ მოხვედრა – დარჩით სახლში!…

P.S. იმედია, არ ჩამქოლავთ და არ გამატარებთ კრიტიკის ცეცხლში… თითქმის 3 თვეა ინფექციურ საავადმყოფოში 20 საათს მაინც ვატარებ(ფაქტიურად მეორე სახლია). ვიცი რა მდგომარეობაში არიან პაციენტები. როგორი რთულია ამ ვირუსის დამარცხება… როცა ვუახლოვდებით პიკს უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და დავრჩეთ სახლში"– წერს  სოციალურ ქსელში გიორგი ბერიძე.

წყარო