"წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობზე - კვირის პალიტრა

"წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია..." - რას ამბობს ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობზე

მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე იაკობის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

გამყრელიძის თქმით, სააღდგომო დღეებში დისკუსიაში არ შევა, რადგან მისი განცხადებები გამომდინარეობს საექიმო მრწამსიდან.

„თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება. ორჯერ ესწრებოდა იმ სხომაზე, როდესაც საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან რაზეც ვისაუბრე იქ. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში დისკუსიაში არ შევალ. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველთან“.

"კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!"

"ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაიბარა, თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო - ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს"