"ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დგანან კანონზე მაღლა, აღარ მინდა, სიმართლე გითხრათ ამის განხილვა"
"სსასულიერო პირები პირდაპირ არ მიმართავს მრევლს, ხელისუფლება პირდაპირ არ მიმართავს სასულიერო პირებს, ანუ ჩვენ ვხედავთ რეალობას, როდესაც ნათელი გამოხატული პოზიცია არ არის, შეასრულე კანონი, ეს მოწოდება სახელწმიფოსგან არ მოდის" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა:
"კარგა ხანია, აი ამ დისკუსიის მომსწრე და მსმენელი ვარ, ისეთი უცნაური ფრაზები ითქმევა: მიმდინარეობს მოლაპარაკება, მხარეები უნდა შეთანხმდნენ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ საუბარია, არა ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებზე, გეგონება ორი სახელმწიფოა... სიმართლე გითრათ, სასულიერო პირები პირდაპირ არ მიმართავენ მრევლს, ხელისუფლება პირდაპირ არ მიმართავს სასულიერო პირებს, ანუ ჩვენ ვხედავთ რეალობას, როდესაც ნათელი გამოხატული პოზიცია არ არის. შეასრულე კანონი, ეს მოწოდება სახელმწიფოსგან არ მოდის და უცნაური, აბსოლუტურად დამაბნეველი კონტექსტები მოდის. სახელწმიფოში, სადაც მიღებულია კანონი, ამ კანონის ინტერპრეტაცია ხდება სხვადასხვა მიმართულებით, გაჩნია შენ რომელი კონფესიის წარმომადგენელი ხარ. ჩვენ ვხედავთ ასევე, რომ ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამომდინარე თავიანთი რწმენისა, დგანან კანონზე მაღლა, აღარ მინდა სიმართლე გითხრათ ამის განხილვა, უკვე ნათელია, დავინახეთ ყველაფერი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.