"მომწერა და მთელი თანხა ჩარიცხა, 2 წუთში... უჩუმრად დაეხმარა და გაქრა" - რას წერს ჟურნალისტი ეპისკოპოს მელქისედეკზე - კვირის პალიტრა

"მომწერა და მთელი თანხა ჩარიცხა, 2 წუთში... უჩუმრად დაეხმარა და გაქრა" - რას წერს ჟურნალისტი ეპისკოპოს მელქისედეკზე

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"2 წლის წინ პოსტი დავწერე, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე. მაშინვე მომწერა და მთელი თანხა ჩარიცხა, 2 წუთში...მაშინ არ გამისაჯაროვებია, თვითონაც უჩუმრად დაეხმარა და გაქრა, მაგრამ უნდა იცოდეთ...სულ ვაფასებდი და ამ კრიტიკულ მომენტშიც არ გამიცრუა იმედი" - წერს ჟურნალისტი.

ინფორმაციისთვის, ეპისკოპოსი მელქისედეკი ერთ-ერთი იმ სასულიერო პირთაგანია, რომელმაც მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! " - ამის შესახებ ეპისკოპოსმა "ფეისბუკის" პირდა გვერდზე დაწერა. იხილეთ სრულად