რუმინეთის პატრიარქი: "დაე, თითოეული მრევლის სახლი იქცეს თქვენი ოჯახების სამლოცველოდ" - კვირის პალიტრა

რუმინეთის პატრიარქი: "დაე, თითოეული მრევლის სახლი იქცეს თქვენი ოჯახების სამლოცველოდ"

რუმინეთის პატრიარქმა, დანიელმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა სახლიდან ილოცონ.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ აღდგომას მწუხარების ჟამს, პანდემიის ჟამს, რომელიც შიშს, ავადმყოფობისა და სიკვდილის შიშს იწვევს, ხოლო ამავდროულად სახელმწიფო ორგანოებმა ზომები უნდა მიიღონ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. ეკლესია ტკივილს განიცდის, რომ მის მსახურებს, მლოცველებს არ შეუძლიათ ერთად, ერთსა და იმავე ადგილას ილოცონ. დაე, თითოეული მრევლის სახლი იქცეს თქვენი ოჯახის სამლოცველოდ, რომელიც ერთად ილოცებენ ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტესთვის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი თავმდაბალი და მოწყალე სიყვარული ყველას მიმართ, განსაკუთრებით, ავადმყოფი, ღარიბი და მარტოხელა ადამიანების მიმართ. დაე, ვილოცოთ ჩვენი ჯვარცმული ქრისტესთვის, რომ მან დაიფაროს ყველა ექიმი და ის ადამიანი, რომელიც ავადმყოფებს ეხმარება და ვინც ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავენ. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. ქრისტე აღდგა!"-აღნიშნა პატრიარქმა ვიდეო მიმართვის დროს.

"ინტერპრესნიუსი"