"მი­ზანმი­მარ­თუ­ლად ნუ გინ­დათ და­აბ­რა­ლოთ ეკ­ლე­სი­ას! ნუ ხა­რობთ როცა არ იცით" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული ქალი - კვირის პალიტრა

"მი­ზანმი­მარ­თუ­ლად ნუ გინ­დათ და­აბ­რა­ლოთ ეკ­ლე­სი­ას! ნუ ხა­რობთ როცა არ იცით" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული ქალი

კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი გოგონა ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დიახ, ის დაინფიცირებული როგორც მე თქვენ მიხსენიებთ საპატრიარქოს თანამშრომელი მე არ ვარ! მინდა განვმარტო, მე ვთანამშრომლობდი საპატრიარქოსთან არსებული იოაკიმე და ანას სახელობის კლინიკაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად და არა პირადი თანამშრომელი პატრიარქის! მე მარტის დასაწყისიდან საერთოდ არ ვყოფილვარ სამსახურში, არანაირი შეხება არ მქონია თანამშრომლებთან!

მე როგორც ჩვეულებრივი ერის ადამიანი და მოქალაქე ტაძრის გარდა სანამ აიკრძალებოდა ვსარგებლობდი საზოგადოებრივ ტრასპორტით, ვსარგებლობდი მაღაზიებით, ბანკომატით, ჩასარიცხი აპარატით და რატო ამახვილებთ ყურადღებას მარტო ეკლესიაზე?! რამდენჯერ მომიწია დიდ რიგში დგომა პროდუქტის შესაძენად დახურულ სივრცეში, ტაქსით გადაადგილება, ბანკომატიდან თანხის გამოტანა!

დიახ ვიყავი ტაძარში ყველანაირი წესით დაცვით, დისტანციით, პირბადით, ხელთათმანით წინა შაბათ-კვირას და კვირასვე საღამოს მომცა სიცხემ, როგორც ვიცი კორონა იმ დღესვე არ გამომჟღავდებოდა! ამიტომ მიზან მიმართულად ნუ გინდათ დააბრალოთ ეკლესიას! ნუ ხარობთ როცა არ იცით! არაფერი ხდება ღვთის გარეშე, დაუშვა ჩემზე ეს ვირუსი უფალმა და უფალივე გამომიყვანს მშვიდობით ამ დგომარეობიდან" - წერს ქეთი თოდუა. (წყარო)