"ლიბიის ციხეში ორ წელზე მეტი გავატარე და ჩემთვის მთავარი საინფორმაციო წყარო "კვირის პალიტრა" იყო..."
18 აპრილს "კვირის პალიტრა" 25 წლის გახდა. იუბილეს გვილოცავს მეზღვაური რომა კაკალაძე:
- 10 წლის ასაკიდან ვკითხულობ "კვირის პალიტრას". მეზღვაური გახლავართ და როდესაც საქართველოში არ ვარ, ყველგან, სადაც ინტერნეტი იჭერს, "პალიტრის" ონლაინგვერდზე ვეცნობი იმ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ პროცესებს, რაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს... ყოველთვის ობიექტური ინფორმაცია გაქვთ, სწორად ირჩევთ რესპონდენტებს და რაც მთავარია, ესა თუ ის თემა ისეა გაშლილი, რომ ყველა სტატია ამომწურავია. ეს თქვენს მაღალკვალიფიციურობაზე მეტყველებს...
არც ისე დიდი ხნის წინ ლიბიის ციხეში აღმოვჩნდი, უკანონო პატიმრობაში ორ წელზე მეტი გავატარე და ჩემთვის მთავარი საინფორმაციო წყარო "კვირის პალიტრა" იყო... ძალიან მიხარია, რომ ახლა, ამ მძიმე ვითარებაშიც კი ახერხებთ და ყოველ ორშაბათს მკითხველს ახარებთ სანდო ინფორმაციითა და ანალიტიკური სტატიებით. თქვენ ისევ გამორჩეულები ხართ და მადლობა ამისთვის. გილოცავთ და გისურვებთ, კიდევ ბევრი 25 წელიწადი ემსახუროთ ხალხს. პატივისცემით, თქვენი ერთგული მკითხველი!..
იხილეთ: "ვკითხულობ, მიყვარს... "კვირის პალიტრა" - ყოჩაღ!"
იხილეთ ასევე: ლიბიის ციხეგამოვლილი ქართველი მეზღვაურის თავგადასავალი