"10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე" - რას წერს 80 წლის ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
80 წლის ქართველი ქალბატონი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ეს ქალბატონი გიული ურუშაძეა. როგორც ამბობს, "ურთულესი გზა გაიარა", თუმცა საბოლოოდ ვირუსი დაამარცხა.
"მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი.10 დღეღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ჩემი გადარჩენისათვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომელის მუშაობასაც თვალს ვადევნებდი რეანიმაციაში ყოფნის დროს. ვხედავდი, როგორ პროფესიონალურად, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ისინი. მადლობა მათ! განსაკუთრებული მადლობა უმაღლესი კლასის პროფესიონალს, პროფესორ კახა ჭელიძეს იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მაინ გამოიჩინა ჩემს მიმართ.
მეგობრებო, გავუფრთცილდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმებს, ისინი ჩვენ გვჭირდებიან და ამიტომ დავრჩეთ სახლში" - წერს გიული ურუშაძე "ფეისბუკში". (წყარო)