საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ აისახა.

ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

გარდაცვლილი პაციენტი ბათუმის კლინიკა "მედალფაში" მკურნალობდა. როგორც კლინიკა "მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ განაცხადა, პაციენტის გარდაცვალება 21:50 საათზე დაფიქსირდა.

"პაციენტი ჩვენს კლინიკაში 8 აპრილიდან იწვა. ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა. მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები", - განაცხადა ანთიძემ.