"ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა" - ახალი დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილ მეოთხე პაციენტზე
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა "მედალფაში" მკურნალობდა. როგორც კლინიკა "მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ განაცხადა, პაციენტის გარდაცვალება 21:50 საათზე დაფიქსირდა.
"პაციენტი ჩვენს კლინიკაში 8 აპრილიდან იწვა. ის 70 წლის ზემოთ იყო და ე.წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა. მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები", - განაცხადა ანთიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.