რაჭიდან ალავერდში სააღდგომო ლიტურგიაზე ორი მამაკაცი ტრაილერით ჩავიდა - კვირის პალიტრა

რაჭიდან ალავერდში სააღდგომო ლიტურგიაზე ორი მამაკაცი ტრაილერით ჩავიდა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 19 აპრილს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. მიუხედავად ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათისა ქვეყნის ბევრ ტაძარში წუხელ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლი მაინც მივიდა.

მათ შორის იყო ალავერდის მონასტერიც, სადაც ღამისთევაზე მისულები თერმოსკრინინგით შეამოწმეს. ტაძრის მიმდებარედ დამონტაჟებული იყო ხმოვანი აპარატურა და თეთრი საღებავით მონიშნული იყო ადგილები, სადაც მრევლი განთავსდა. ასევე, ადგილზე მისულ მრევლს სადეზინფექციო საშუალებები დაურიგდა.

ადგილზე დაახლოებით 100-120 კაცი იყო შეკრებილი. ადგილობრივების გარდა მრევლს შორის რაჭიდან ჩამოსული ორი მამაკაციც იყო. როგორც თავად განაცხადეს, ალავერდის სანახავად კახეთში ტრაილერით ჩავიდნენ. იხიელეთ სრულად