თბილისში, მიხელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, მიხელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ცეცხლი 15 კვადრატულ მეტრზე საოფისე ინვენტარს ეკიდა. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
"ინტერპრესნიუსი"