კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
როგორც "ინტერპრენსიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლით დაიწყო.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია მგზავრი, ხოლო მძღოლი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.