აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტოში განაცხადეს, ბიოლოგიურ-ლაბორატორიული კვლევა 140 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საეჭვო ნიშნის მქონე მოქალაქეები ბათუმის "ცხელების ცენტრში" იმყოფებოდნენ, მოქალაქეებმა საკარანტინო სივრციდან, თვითიზოლაციიდან და თვითდინებით მიმართეს კლინიკას.
უწყების ცნობით, აჭარაში კორონავირუსით 39 ადამიანია ინფიცირებული, პაციენტები კლინიკა "მედალფაში" მკურნალობენ.
დღესვე, აჭარაში კორონავირუსისგან 5 ინფიცირებული განიკურნა. საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსისგან 13 ადამიანია გამოჯანმრთელებული.