ვინ არის მამაკაცი, რომელმაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა? - კვირის პალიტრა

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა?

19 აპრილს თბილისში, მიხელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარის ლოკალიზება მალევე მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა."ცეცხლი 15 კვადრატულ მეტრზე საოფისე ინვენტარს ეკიდა. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

როგორც აღმოჩნდა, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გააჩინა ხანძარი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. მან საკუთარი განზრახვის შესახებ "ფეისბუკზე" პირდაპირი ჩართვისას ღიად ისაუბრა და ასევე პირდაპირი ჩართვისას წაუკიდა შენობას ცეცხლი.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, ბაჩო ქათამაძეა.

სავარაუდოდ, ბაჩო ქათამაძე ფიგურირებს წლის დასაწყისში მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტში. 2020 წლის 30 იანვარს სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მაშინ, ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 3 პირი გადაიყვანეს

გამოკითხვაზე და სავარაუდოდ, მათ შორის იყო ბაჩო ქათამაძეც.

გაითვალისწინეთ ვიდეო შეიცავს უცენზურო სიტყვებს