"გახარია, ნუ დაიბრალებ გუშინდელ დღეს! თქვენს უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს!"
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საკუთარ სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელშიც გახარია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოსახლეობის მხრიდან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენაზე საუბრობს.
ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის უპასუხსიმგებლობას საზღვარი არ აქვს, რის გამოც მსოფლიო მედიაც შოკშია.
"გახარია, ნუ დაიბრალებ გუშინდელ დღეს! თქვენს უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს! მსოფლიო მედიაც შოკშია! ამიტომ სჯობს ცოტა ხანს გაჩუმდეთ! გუშინდელი დღის ანტიგმირი-საქართველოს მთავრობა, გუშინდელი დღის გმირი-ქართველი ხალხი!" - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.