ქალი საკუთარ ბინაში, მრავალსართულიანი სახლის მე-8 სართულზე იმყოფებოდა - ვინ იყო ქალი, რომელიც თბილისში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა? - კვირის პალიტრა

ქალი საკუთარ ბინაში, მრავალსართულიანი სახლის მე-8 სართულზე იმყოფებოდა - ვინ იყო ქალი, რომელიც თბილისში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა?

გუშინ თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე შუახნის ქალი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა აღნიშნული შემთხვევა მოხდა.

როგორც ირკვევა დაღუპული ქალი მომღერალ თიკა მახალდიანის დედა თამუნა ანთელავაა. ამის შესახებ "ფეისბუკზე" ვრცელდება ინფორმაცია, წერენ თიკას მეგობრები და კოლეგებიც.

"თიკა მახალდიანის დედას მოხვდა ვიღაც არასწორის ნასროლი ბრმა ტყვია", - წერს მომღერალი ოთო ნემსაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მეგობარს სამძიმარს უცხადებს კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი: "ვაიმე ეს რა საშინელება გავიგე, თიკა, ვიზიარებ... სიტყვებიც არ მაქვს რა ვთქვა ან დავწერო!! გაძლებას გისურვებ, შენს გვერდით ვარ", - წერს ის.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ ბინაში, მრავალსართულიანი სახლის მე-8 სართულზე იმყოფებოდა, როცა ტყვია მოხვდა.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.

იხილეთ: "ადამიანი იჯდა სახლში, ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია, ალბათ, მთვრალმა გაისროლა" - რას ყვება ახლობელი ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ დანაშაულზე?

იხილეთ ასევე: პროკურატურამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავა