ვარკეთილში მკვლელობა მოხდა
ვარკეთილში, კობცოვის ქუჩაზე, ცივი იარაღით შუახსნის მამაკაცი მოკლეს. სავარაუდოდ, მომხდარს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაპირისპირება უძღოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.