"ადამიანი იჯდა სახლში, ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია, ალბათ, მთვრალმა გაისროლა" - რას ყვება ახლობელი ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ დანაშაულზე?
ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობლები ინფორმაციით, გასროლა "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან მოხდა.
"დაკავებულია ვიღაც, შორიდან მოხდა გასროლა ნახევარი კილომეტრიდან როგორც ვიცით. ადამიანი იჯდა სახლში, ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია, ალბათ, მთვრალმა გაისროლა. გვითხრეს რომ 550 მეტრიდან გაისროლესო "მაკაროვიდან", ნუცუბიძის ქუჩიდან", - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
მომხდარზე საქმე ორი მუხლით არის აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.