"კომენდანტის საათია", ეს ხელს არ უშლით შსს-ს თანამშრომლებს ღრეობის მოწყობაში, არც იმაში, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან - ბრმა ტყვია კლავს უდანაშაულო ქალს"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ "კომენდატის საათის" დროს შსს-ს თანამშრომლები ღრეობას აწყობენ, აივანზე გადიან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.
"კომენდანტის საათია. ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან.
და მერე რა ხდება?
როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს. კლავს მოხუცი დედის თვალწინ.
ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე", - წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ მომღერალ თინა მახალდიანის დედა, ოჯახის წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიან თავის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.