"გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, მძიმე მდგომაროებაშია" - რატომ დასჭირდა ოპერაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს?
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარეს, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეჭვი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო.
სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტო Daily NK-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 12 აპრილს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროცედურა ჩაუტარეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას "თამბაქოს ჭარბი მოხმარებისა და გადაჭარბებული წონის“ გამო დასჭირდა.
CNN-ი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები კიმ ჩენ ინის მდგომარეობის შესახებ ცნობებს თვალყურს ადევნებს და აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.