"დაავადებული 45 პირია, რომელთაგან 2 იყო შედარებით საყურადღებო" - რა გახდა საკარანტინე სივრცეში მოქალაქეების მოწამვლის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"დაავადებული 45 პირია, რომელთაგან 2 იყო შედარებით საყურადღებო" - რა გახდა საკარანტინე სივრცეში მოქალაქეების მოწამვლის მიზეზი?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, რა პროდუქტი გახდა ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მოქალაქეების მოწამვლის მიზეზი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 45 პირიდან შედარებით საყურადღებო ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

"დაავადებული 45 პირი აღირიცხა, რომელთაგან 2 იყო შედარებით საყურადღებო და ისინი კლინიკა „მედ ემერჯენსში“ იყვნენ გადაყვანილები, სადაც ერთდღიანი მკურნალობის შემდეგ ისევ და დაუბრუნდნენ საკარანტინე სივრცეს, დანარჩენების მდგომარეობა იყო საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. ყველას მიეცა შესაბამისი დანიშნულება. მოკვლევას ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს ყველა შემთხვევა და კონტროლი, გამოყვეს შესაძლო სავარაუდო პროდუქტი, მაგრამ სანამ არ გვექნება სააგენტოს დასკვნა, იდენტიფიცირება იქნება რთული", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში ადამიანები სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ.