"შიმშილი ქვეყანაში ფაქტობრივად გარდაუვალია" - გიორგი ვაშაძე მთავრობას აკრიტიკებს
ჩვენ დღეს ვიმყოფებით მდგომარეობაში, როცა პროცესი მართავს მთავრობას და გახარიას და არა პროცესს მართავენ ისინი , - ამის შესახებ "ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები არ არის ის გზა, რომლითაც სახელმწიფო კრიზისული სიტუაციების დროს უნდა მიდიოდეს.
"ჩვენ დღეს ვიმყოფებით მდგომარეობაში, როცა პროცესი მართავს მთავრობას და გახარიას და არა პროცესს მართავენ ისინი. ეს სწორედ იმაში გამოიკვეთება, რომ არ გვაქვს დიაგნოსტიკა/ტესტირების შესაძლებლობა. კეტავენ უფრო და უფრო მეტად, შეზღუდვები უფრო მეტია, ხალხი შიმშილის ზღვარზეა. ეს გამოსავალი არ არის და ეს არ არის გზა, რომლითაც უნდა მიდიოდეს კრიზისული სიტუაციების დროს რომელიმე სახელმწიფო. საქართველო დღეს არის კრიზისული სიტუაციების ყველაზე ცუდი მაგალითი მსოფლიო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ადამიანების შიმშილი ქვეყანაში ფაქტობრივად გარდაუვალია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"