"რეანიმაციაში გადაღების შემდეგ დამეწყო, ხელები მეწვის" - რას ამბობს ჟურნალისტი, რომელმაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები გადაიღო - კვირის პალიტრა

"რეანიმაციაში გადაღების შემდეგ დამეწყო, ხელები მეწვის" - რას ამბობს ჟურნალისტი, რომელმაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები გადაიღო

"ხელები მეწვის. ვერც ხელთათმანს ვიკეთებ და ვერც სადეზინფექციო ხსნარით ვიმუშავებ. ეს რეანიმაციაში გადაღების შემდეგ დამეწყო" - ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცახადა. სწორედ მან გადაიღო უმძიმესი კადრები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციიდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები ჰყავთ.

"ხელები მეწვის. ვერც ხელთათმანს ვიკეთებ და ვერც სადეზინფექციო ხსნარით ვიმუშავებ. ეს რეანიმაციაში გადაღების შემდეგ დამეწყო.

ალერგიული რეაქციაა. ფაქტია, მე ამას ერთი დღეც ვერ გავუძელი. როგორ უძლებენ ამას ჩვენი ჩუმი გმირები? თქვენი ხელებით დავამარცხებთ კოვიდ-19-ს.

მივცეთ ექიმებს საშუალება, იყვნენ მათთან, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ კარანტინი", – ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.

უმძიმესი კადრები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციიდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები ჰყავთ

ნახეთ ვიდეო