"მძიმე პაციენტი იყო, ახლა კარგად არის" - კორონავირუსისგან 73 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 73 წლის პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებს.
"მძიმე პაციენტი იყო, ახლა კარგად არის და ეწერება სტაციონარიდან. გუშინ ჩაუტარდა განმეორებითი ანალიზი მეორეჯერ და ნაცხის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია“,- განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული 97 პაციენტია.