"ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო" - კახა კალაძე ივანიშვილების TikTok-ის ვიდეოს ეხმაურება
"ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო", — ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახალ კალაძე ქართული ოცნების თავმჯდომარისა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი შვილის, ბერა ივანიშვილის TikTok-ის ვიდეოს.
ინტერნეტმომხმარებლებისთვის სოციალური ქსელი TikToki კარგ გასართობად მიიჩნევა და ამ ტენდენციას ქართველმა მომხმარებლებმაც წარმატებით აუბეს მხარი. მათ შორის არიან ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე. წყვილმა TikToki-ზე არაერთი სახალისო ვიდეო განათავსა. ამჯერად კი, ბერა ივანიშვილი ვიდეოში მამასთან ერთად გამოჩნდა. როგორც ჩანს, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალ გამოწვევას კარგად აუღო ალღო და შვილს არ ჩამორჩა.