"სასაფლაოზე ღამე ვიყავი, არ შემეძლო ჩემს შვილთან არ მივსულიყავი" - კვირის პალიტრა

"სასაფლაოზე ღამე ვიყავი, არ შემეძლო ჩემს შვილთან არ მივსულიყავი"

სასაფლაოზე ღამე ვიყავი, არ შემეძლო ჩემს შვილთან არ მივსულიყავი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.

"ძალიან ძნელია ჩვენი რეჟიმით ცხოვრება, მაგრამ რა ვქნათ, ძალიან ცუდ მოცემულობაში აღმოვჩნდით, ძალიან ცუდ ვირუსთან გვაქვს საქმე, არ ვიცით რას დატოვებს, როგორ დატოვებს, იმუნიტეტი რა დონეზე გამომუშავდება, ამიტომ უნდა გავიჭირვოთ და დავრჩეთ სახლში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი მოსახლეობით. თუნდაც სასაფლაოზე გასვლის ტრადიციაზე ვისაუბროთ, დაცარიელებუი იყო სასაფლაოები, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია ბევრისთვის, რომ აღგდგომის მეორე დღეს, იმ დღეს, როცა მიცვალებულების დღე არის, ვერ ავიდნენ. მიცვალებულებს ყოველთვის პატივი უნდა ვსცეთ და ვცემთ, მაგრამ ამ შემთხვევაში სიციცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ, რაც შემეხება მე ღამე წავედი საფლავზე, მქონდა უფლება და შვილთან რომ არ მივსულიყავი არ შემეძლო, მაგრამ არავინ არ იყო ჩემ მეტი" , - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

როგორც ცნობილია, მარინა ენდელაძეს ახალგაზრდა ვაჟი მოულოდნელად გარდაეცვალა.

"სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა... რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი"