ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის "ინაუგურაცია“ დღეს გაიმართება - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის "ინაუგურაცია“ დღეს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია სტუმრების გარეშე ჩაივლის. რუსული მედიის ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონიაა, პირველად მოხდება "რუსეთიდან და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან ჩასული ოფიციალური დელეგაციების გარეშე“.

"პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასამბლეის დარბაზში, უცხოელი სტუმრების მონაწილეობის გარეშე ჩაივლის, რადგან ღონისძიება ტარდება კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ინაუგურაციაზე წარმოდგენილნი იქნებიან პარლამენტის დეპუტატები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ელჩები აფხაზეთში, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და რესპუბლიკი მუსლიმთა ადმინისტრაციის წარმომადგენლები“,- ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ასლან ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 56.6%-ით გაიმარჯვა. ბჟანიამ 53741 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია, სოხუმში, დღეს უნდა გაიმართოს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ფიცს აფხაზურ ენაზე დადებს.