საპროტესტო აქციის გამართვის გამო "გირჩის" წევრები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვის გამო, პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს. სამართალდამცველების განცხადებით, მათ ადმინისტრაციული სახდელი იმის გამო დაეკისრათ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მერვე მუხლი დაარღვიეს. მათივე თქმით, აქციის მონაწილეებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრები აქციას მართავდნენ. ისინი საგანგებო მდგომარეობას და მის გახანგრძლივებას აპროტესტებდნენ. "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს განცხადებით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. მისივე თქმით, "ექიმებიც პოლიტიკური შოუსთვის არიან გამოყენებული".
იხილეთ ვიდეო