საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან 111 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.