"ბავშობის ოცნება ჰოლივუდი იყო...ამერიკაში დაგეგმილად არ წამოვსულვარ" - როგორ ცხოვრობს საზღვარგარეთ ქართველი მსახიობი?
მსახიობი ხატია ბრაჭული სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი იყო. გოგონა მძიმე წარსულით, რომელიც შემდგომში მილიონერი "ბაქარის" მეუღლის როლს თამაშობდა, მოულოდნელად სერიალიდან გაქრა. ხატია უკვე წელიწადზე მეტია, რაც ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ოცნების ქვეყანაში ბევრი სურვილის ასრულება შეუძლია. თუმცა ახლა როგორც ბევრი ჩვენგანის, ასევე ხატიას ცხოვრებაც შეიცვალა... კორონავირუსის პანდემიის შიშის ქვეშ ცხოვრება მსახიობს მსოფლიო მეგაპოლისში უწევს
- ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა "ჩემი ცოლის დაქალებმა". პროფესიულად გავიზარდე, შემიყვარა ხალხმა, შემახვედრა ახალ მეგობრებს და ბევრი ლამაზი მოგონებები დამიტოვა. თუმცა თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ბავშობიდან სცენაზე ვიდექი და პირველივე კურსიდან არ ვიცი იღბლიანი ვიყავი თუ მიმართლებდა, ყოველთვის მაკავებდნენ სპექტაკლებში და აქტიურად მქონდა გადაღებები.
- თუმცა მოულოდნელად სერიალიდან გაქრი...
- დიახ, მთელი ცხოვრება ამ პროფესიას ვეუფლებოდი და ვემსახურებოდი, მაგრამ ბავშობის ოცნება ჰოლივუდი იყო. ოცნების მიუხედავად, ამერიკაში დაგეგმილად არ წამოვსულვარ, ექსპრომტად მოხდა. დასათვალიერებლად წამოსულმა მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.
მე არ მიმტოვებია კარიერა, ეს უბრალოდ პაუზაა მომავალი მიზნისთვის. მარტო ჩამოვედი და რთულია პირდაპირ იქ მოხვედრა, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა. ბევრი ეტაპის გავლა მიწევს, რა თქმა უნდა, თავიდან მომიხდა ენის სწავლა. ასევე ვმუშაობ ბარში - ბართენდერი ვარ. აქ ცხოვრების დროს მივხვდი, რომ ეს ამერიკული ოცნება იძლევა შესაძლებლობებს ყველაზე ამბიციური სურვილების და მიზნების მისაღწევად. იხილეთ სრულად