"რა ქარიშხალია ჭიქაში? "ოპელი" ვერ გევიგე..." - როგორ ეხმაურება თამარ ივერი კარანტინის ვადის გახანგრძლივებას
მსოფლიოს საოპერო მუსიკის ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში კარანტინის ვადის გახანგრძლივებას ეხმაურება:
"ერთი რამ მიკვირს, იტალია დაიქცა ამ ვირუსით და გარდაცვლილებით, ასევე ესპანეთი, ავსტრიაშიც 15.000 მდე დაინფიცირებულია და რამდენიმე ასეული გარდაცვლილი, პიკიც ჯერ იმდენად არ გადასვლიათ და იქედან მწერენ, რომ ხალხი უკვე ჩვულებრივად დადის პირბადეებით, ყველა სახის მაღაზიები გახსნეს, მალე რესტორნები და სასტუმროებიც იხსნებაო, ჩვენთან კი სადღაც 400 - ის ფარგლებშია ინფიცირებული, მხოლოდ 5 გარდაცვლილი და ისეთი მკაცრი სპარტანულ-ყაზარმულ-საკომენდანტო-საკარანტინო პირობები გვაქვს, რომ ამ დიდ ქვეყნებს პიკის დროსაც კი არ ჰქონიათ. მაშინ რა ქარიშხალია ჭიქაში? "ოპელი" ვერ გევიგე..."- წერს თამარ ივერი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდება. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.