"მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე" - რას წერს პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში
"მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემზე და ჩემს კოლეგებზე" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე "ფეისბუქზე" წერს.
პაატა იმნაძე მარინა ეზუგბაიას "ფეიქ-გვერდს" აზიარებს და მოუწოდებს საზოგადოებას, დაარეპორტონ ის.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის ფეიკ-გვერდებიც შეიქმნა რომლებმაც ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეიყვანეს. მაშინ, ინფექციურმა საავადმყოფომ განცხადებაც გაავრცელა.