ლევან რატიანის ინფორმაციით, უახლოეს საათებში კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს - კვირის პალიტრა

ლევან რატიანის ინფორმაციით, უახლოეს საათებში კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15-მდე პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაშ ამ ეტაპზე სულ 104 პაციენტი იმყოფება, კოვიდინფიცირებული კი მათგან არის 86.

"დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. დანარჩენსაც ველოდებით განმეორებით 13-ს. ალბათ, უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას",- განაცხადა რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"