აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. ე.წ. მინისტრთა ახალი კაბინეტის ხელმძღვანელი "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ უნდა წარადგინოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტს ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.
შეგახსენებთ, გუშინ აფხაზეთის ახლად არჩეული "პრეზიდენტის" ასლან ბჟანიას ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
"ინტერპრესნიუსი"