"ზელენსკი ქურდი არ არის, სამწუხაროდ, პოროშენკო მიდრეკილი იყო ამისკენ. მას უყვარდა ფული. ამის გამო სერიოზული პრობლემები მქონდა მასთან"
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზეა წარდგენილი, Deutsche Welle - სთან ინტერვიუში განაცახდა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისგან განსხავევებით, ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურთან ვლადიმირ ზელენსკისთან კონფლიქტი არ ექნება.
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზეა წარდგენილი, აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან კონფლიქტის მოლოდინი არ აქვს და მათი თანამშრომლობა ისე არ დასრულდება, როგორც ეს ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს შემთხვევაში მოხდა.
"ზელენსკი ქურდი არ არის, სამწუხაროდ, პოროშენკო მიდრეკილი იყო ამისკენ. მას უყვარდა ფული. ამის გამო სერიოზული პრობლემები მქონდა მასთან.ზელენსკის მსგავსი პრობლემები არ ექნება. მისი გაკრიტიკება შეიძლება რეფორმების სისწრაფის ან არასწორი გადაწყვეტიელბების გამო, მაგრამ ეს კონფლიქტის მიზეზი ვერ გახდება", — განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა Deutsche Welle -ს.