საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555 პირი.
ინფორმაციისთვის, 456 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.