საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან 139 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.