"გეტყობათ, ამ ხელისუფლებას ბევრი ცოდვა გადევთ კისერზე, მიშას უკრაინაში ვიცე-პრემიერობაც თუ ასე გაშინებთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი? - კვირის პალიტრა

"გეტყობათ, ამ ხელისუფლებას ბევრი ცოდვა გადევთ კისერზე, მიშას უკრაინაში ვიცე-პრემიერობაც თუ ასე გაშინებთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი?

საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზეა წარდგენილი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მის კანდიდატურას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კენჭს 30 აპრილს უყრის. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის მთავრობაში დაწინაურების მცდელობა უპასუხოდ არა დაუტოვებია საქართველოს მთავრობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის "ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა

"ბატონო სპიკერო, ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედსისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით. ამ მძიმე დანაშაულებში მისი ბრალეულობა დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ. ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის. მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით", - სწერს კოლეგას არჩილ თალაკვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობის სათავეში მოსვლას საქართველოში ჰყავს მომხრებიიც და მოწინააღდეგეებიც. სწორედ მოწინააღდეგეების საპასუხოდ გამაქვეყნა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გთავაზობთ მისი პოსტის ფრაგმენტს:

"კოლექტიური წერილი უკრაინას.  ესენი ბრეჟნევის დროში ჩარჩნენ ვფიქრობ. 21 საუკუნეა, ბატონებო. როცა ქვეყანა თქვენზე 10 - ჯერ 20-ჯერ ძლიერია ყველა სფეროში, როცა ქვეყანას შედარებით თქვენზე ძალიან დიდი სხვაობით ჭკვიანი პოლიტიკოსები ჰყავს, როცა ქვეყანა რამდენი წელია თავისი ტერიტორიების გამო რუსეთის იმპერიას ებრძვის, განსხვავებით თქვენგან. თქვენ ყოველ დღე ტერიტორიებს აბარებთ ოკუპანტს შიშით. შენი ერთი პროცენტი არ დაგიცვია შენს მიწაზე და კითხვა იბადება,  ასეთი რატომ უნდა გახდეთ, დამატებით მსოფლიო მასხარები, რომ ცხვირს ჰყოფთ სრულიად სხვა სახელმწიფოს საქმებში, რამ აგაღშფოთათ? რამ შეგაშინათ? რატომ ასეთი ისტერიკა?- შიშებნარევი პანიკა. გეტყობათ, ამ ხელისუფლებას ბევრი ცოდვა გადევთ კისერზე მიშას უკრაინაში ვიცე-პრემიერობაც თუ ასე გაშინებთ, მარა რასაკვირველია თქვენ ხომ საწოლში მძინარე ბავშვების მკვლელები ხართ. რა გამწარებული ქალებივით ქვითინი ატეხეთ მთელს მსოფლიოს თვალწინ, რა გატირებთ? მიშა საკაშვილი საქართველოს პრემიერად ჯერ ხომ არ დანიშნულა, რატომ უსწრებთ მოვლენებს". წყარო